საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ხალხურის“ მეორე სეზონის შესარჩევი ეტაპი გრძელდება.
ამჯერად პროექტის გუნდი გურიაში, ჩოხატაურში ჩავიდა, სადაც პროფესიონალი ჟიურის წინაშე 4 ანსამბლი წარდგა. ჩოხატაურის შემდეგ ექსპედიცია აჭარაში, კერძოდ ბათუმში გაგრძელდება, სადაც მორიგი შესარჩევი ეტაპი გაიმართება. მანამდე, პროექტ „ხალხურის“ შესარჩევ ეტაპში უკვე მიიღეს მონაწილეობა რაჭის, სვანეთის, იმერეთისა და სამეგრელოს ანსამბლებმა.