„ხალხურის“ მეორე სეზონი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ხალხურის“ მეორე სეზონის შესარჩევი ეტაპი გრძელდება. ამჯერად პროექტის გუნდი წყალტუბოში ჩავიდა, სადაც პროფესიონალი ჟიურის წინაშე 10 ანსამბლი წარდგა. წყალტუბოს შემდეგ ექსპედიცია გურიაში გაგრძელდება, სადაც მორიგი შესარჩევი ეტაპი ჩოხატაურში, უკვე ხვალ გაიმართება. მანამდე კი პროექტ „ხალხურის“ შესარჩევ ეტაპში უკვე მიიღეს მონაწილეობა რაჭის, სვანეთის და სამეგრელოს ანსამბლებმა.