ხალხური სიმღერის გაკვეთილები - გაგა აბაშიძის გაკვეთილი / გურული სიმღერა „შალვა ჩემო“

#აყევიპირველს

სიმღერის ტექსტი:

შალვა ჩემო სიხარულო, სიცოცხლეზედ მეტად ტკბილო,

ჩემი თავის სანუგეშოდ ნაშობო და გამოზრდილო.

ბედისაგან დაჩაგრულო, დიდი ჭირის გარდახდილო,

უნუგეშოდ დამწვარი ვარ გთხოვ, მოხვიდე მომიჩრდილო.

სანამ კალამს ავიღებდი, თავში ფიქრი მომიგროვდა,

და თითები მოსაწერად, თამაშობდენ იჩქაროდენ.

ჩემი გულის პასუხები, შენთან მოსვლას ისწრაფვოდნენ,

რა საწერად საქმე მიდგა, გამიფრინდნენ გამიქროლდენ.

შენი ესე განშორება, ჩემგან აღარ დაინდობა,

შენთან არის განუყრელად ჩემი ფიქრი, ჩემი გრძნობა.

სტუმარი: გაგა აბაშიძე – მომღერალი, გადაცემა „ახალი დღის“ წამყვანი

ხალხური სიმღერის გაკვეთილები