ხალხური სიმღერის გაკვეთილები - ანსამბლი „კამილია“ / სიმღერა - ქარი გიმღერის ნანასა

#აყევიპირველს

სიმღერის ტექსტი:

ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი.

ძეწნამ ალერსით ამავსო, ეჭვებით ნაავადარი.

საქართველო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არის?

მინდვრები, ქართლის მინდვრები.

ქედები, მხარგაშლილები, მთაში, ტყე-დანაბინდები, ტყეში ქორბუდა ირმები.

საქართველო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არის?

ხალხური სიმღერის გაკვეთილები