ხალხური საღამოები ღია ცის ქვეშ 

ფესტივალის „ხალხური სიმღერის საღამოების“ ფარგლებში, ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართება. ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი უკვე რამდენიმე წელია ტარდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. „ხალხური სიმღერის საღამოების“ ფარგლებში უკვე გაიმართა კონცერტები რაჭაში, ოზურგეთში, ქართლში, – მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში. წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა ფორმატი შეცვალეს და დიდი დარბაზების ნაცვლად, კონცერტების ჩატარება ღია ცის ქვეშ გადაწყვიტეს.