ხალხური პოეზიის საღამო

,,ლექსო არ დაიკარგები“ – ამ სახელწოდებით, რუსთაველის თეატრში ხალხური პოეზიის საღამო გაიმართა. სტუმრების წინაშე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც წარსდგნენ, რომლებმაც თავიანთი ეთნოსისთვის დამახასიათებელი ხალხური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები წარმოაჩინეს. Ⴎროექტის მიზანი, გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების ტრადიციის შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის გადაცემაა.