საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნული პროექტის, „ხალხურის“ მეორე სეზონისთვის მონაწილეების შერჩევა დაიწყო. სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში, პროექტის ფარგლებში სამეგრელოს ხუთ ფოლკლორულ ანსამბლს მოუსმინეს. ანსამბლები და შემსრულებლები ზუგდიდიდან, ფოთიდან, სენაკიდან და წალენჯიხიდან იყვნენ. პროექტი „ხალხური“ ექსპედიციას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.