კიდევ ერთი მეგა შოუ საქართველოს პირველ არხზე – ახალი სატელევიზიო სეზონიდან სახალხო პროექტი „ხალხური“ იწყება.
სახალხო კონკურსი ჩვენს ეთერში 12 ეპიზოდად გავა და საქართველოში ხალხური ცეკვისა და სიმღერის გამორჩეულ შემსრულებლებს გაგაცნობთ. 100-ზე მეტ კონკურსანტს შორის, რომელიც ახალი პროექტის ავტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეარჩიეს, საუკეთესოს პროფესიონალი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებული კი რუდოლფშტატში ხალხური მუსიკის ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე გაემგზავრება. მეგა პროექტი „ხალხური“ კვირაში ერთხელ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პავილიონიდან გავა ეთერში.