ხალხმრავლობა იუსტიციის სახლებში

დღის მეორე ნახევარში ხმაური იყო იუსტიციის სახლში, რის გამოც უწყება საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

ადგილზე მოქალაქეებს ღამის 10 საათამდე მოემსახურებიან. გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა შენობაში შექმნილი რიგების და მოქალაქეების პრეტენზიების შემდეგ მიიღო.

დილიდან იუსტიციის სახლში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. სწორედ დღეს იწურებოდა ვადა ორი ტიპის რეგისტრაციის გავლაზე. საუბარია ტაქსებით მომსახურების ლიცენზიების გაცემაზე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაციაზე.

გახდა თუ არა რიგების მიზეზი მოქალაქეების არასათანადო ინფორმირება – ნათია ქენქაძე მუშაობდა თემაზე.