„ხალხის წერილი“

„ხალხის წერილი,“- ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა გარკვეულმა ჯგუფმა მოამზადა და პრემიერ-მინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციას ჩააბარა.

ერთ-ერთი ავტორი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ დამფუძნებელი თემურ შაშიაშვილია. მისი განცხადებით, მამუკა ბახტაძეს მეცნიერებთან თანამშრომლობის გზით, ქვეყანაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას სთავაზობენ.