„ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი და პოლიტიკური შეფასებები

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ წერილში გამოთქმული ბრალდებები, პოლიტიკურ სპექტრში უკვე რამდენიმე დღეა განხილვის თემაა.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული დეპუტატები ხელისუფლების მესიჯებს აჟღერებენ და რეალურად მათ მმართველი პარტია არც არასოდეს დაუტოვებიათ. წერილში ამერიკის საელჩოს მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს კი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები აბსურდულს და ანტიდასავლურს უწოდებენ.

ყოფილი თანაგუნდელების გზავნილებს ანტიდასავლურ კამპანიად არ მიიჩნევს მიხეილ სარჯველაძე.