„ხალხის ძალის“ ინიციატივა

„ხალხის ძალის“ ინიციატივა და დამატებითი განმარტებები კანონპროექტზე, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება. დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება, მანამდე კი მოძრაობის წარმომადგენლებმა მედიას პუნქტობრივად წარუდგინეს, თუ რა მსგავსებაა ამერიკულ მოდელთან. მათივე თქმით, დოკუმენტის რუსულ კანონმდებლობასთან შედარება მიზანმიმართული სპეკულაციაა.

მანანა დევაძე პარლამენტიდან გვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.