„ხალხის ძალის“ განცხადება და შეფასებები

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებები მეორე დღეა, ოპონენტების კრიტიკის საგანია. ხალხის ძალის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიციის მხოლოდ ზოგადი განმარტებებიც კი მათ განცხადებაზე მიუთითებს, რომ მათ მიერ მოყვანილი ფაქტები სრული სიმართლეა.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველოში ამერიკის საელჩოში ხდებოდა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირება. ქართული ძალის წარმომადგენელთა ამ განცხადებას ოპოზიციაში პარტნიორებზე თავდასხმად აფასებენ.