„ხალხის ძალის“ განცხადება

15:18, 20.06.2024

ამერიკის ელჩის განცხადებებს გამოეხმაურა „ხალხის ძალა“. ისინი რობინ დანიგანის განცხადებებს ქართველი ხალხის მიმართ „უკიდურესად შეურაცხმყოფელს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ელჩმა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარია ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ ელჩის განცხადებაზე და მის მიმართ დასმულია კითხვა – „თუ ჩინეთი აფინანსებს რუსეთს, ხოლო ამჟამად რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში, რატომ აღრმავებს აშშ ყოველწლიურად ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს?“

მსგავსი