„ხალხის ძალა“ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას და ინაცვლებს ოპოზიციაში. გურამ მაჭარაშვილის თქმით, მიზანია საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობა. მისივე ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთავსებლობა არ აქვთ, თუმცა, არსებობს საკითხები, რაზეც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის სასიკეთოდ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებენ და იდებატებენ ხელისუფლებასთან.