ხალდეს აჯანყება - გამოფენა მესტიაში

მესტიის რაიონის სოფელ ხალდეს მოსახლეობის თავგანწირვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია სვანეთის მუზეუმში ფოტოებით გაცოცხლდება.

ექსპოზიცია ხალდეს ცნობილ აჯანყებას ფოტომასალით და არქივში დაცული დოკუმენტებით გვიყვება. 1875 წელს დაწყებულ ბრძოლას ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ეს იყო რუსეთის იმპერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაპირისპირების და შეუპოვრობის მაგალითი. გამოფენა აჯანყებულთა სასამართლო პროცესების ამსახველ მასალებსაც მოიცავს.

19 საუკუნის 70 იან წლებში მეფისნაცვალთან პრინციპულად დაპირისპირებული პატარა მთიანი  სოფლის მცხოვრებლების აჯანყების ამსახველი გამოფენა,  მესტიაში დღეს გაიხსნა და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და ხალდეს აღორძინების ფონდმა მოამზადეს.