ხახულის კარედი უშუალოდ ხახულის მონასტერს უკავშირდება, რომელიც დღეს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ ხატი ჯერ კიდევ დავით კურაპალატის დროს შეიქმნა, თუმცა მისი უმთავრესი ისტორია მაინც დავით აღმაშენებლის ეპოქასა და გელათის მონასტერს მიეკუთვნება. ამ ხატის მრავალსაუკუნოვანი გზა, გარკვეულწილად, თავად ჩვენი ქვეყნის ბედს იმეორებს – მან მრავალ განსაცდელს გაუძლო და ყველა ეპოქას შემოუნახა თავისი დიდება. დღეს ხახულის კარედი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია დაცული.
ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია