ხაინდრავას სარჩელი – სასამართლოს გადაწყვეტილება
კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სამოქალაქო დავა მოიგო. სასამართლომ დააკმაყოფილა გოგა ხაინდრავას სარჩელი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დაევალა მის ეთერში გასული მასალის უარყოფა, სადაც გამოხატული იყო ხაინდრავას მიმართ პატივისა და ღირსების შემლახავი ცილისწამება. ასევე, ტელეკომპანიას დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება – 10 000 ლარის ოდენობით. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.