ხაინდრავა-გიგაურის საქმე

მოდავე მხარეებს, ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის სასამართლო განხილვა გრძელდება.

საქმე გიგაურის სამოქალაქო სარჩელს ეხება. ხაინდრავას ის პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს. საუბარია გოგა ხაინდრავას განცხადებებზე, რომლითაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობის დროს გიგაურის ხელმოწერით 2007 წელს გაცემულია პრემია დეპარტამენტის 331 თანამშრომელზე, რომლებიც 7 ნოემბერს ანტისამთავრობო აქციის დასაშლელად იყვნენ მობილიზებულები. დღევანდელ პროცესზე ხაინდრავას ადვოკატმა წარმოადგინა რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის გიგაურისთვის კაპიტნის სტატუსის მინიჭებაზე და ასევე ადვოკატის განცხადებით იმ დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც მისი ხელმოწერით პრემიების გაცემას ადასტურებს.

გიგაურის ადვოკატის განცხადებით, ამ ცრუ ბრალდებების გამო გადაწყვიტა მისმა კლიენტმა ხაინდრავას წინააღმდეგ დავა. ადვოკატი აცხადებს, რომ პრემიების გაცემა, – რაზეც ხაინდრავა საუბრობს, – გიგაურის კოომპეტენცია არ ყოფილა.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სასამართლომ ხაინდრავას ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ერთის გარდა, საქმეს დაურთო.

მთავარი სხდომა საქმეზე 2 ოქტომბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი