ხადურის კომენტარი

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერებზე კომენტარს აკეთებს ნოდარ ხადური.

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მსგავს საკითხებთან არანაირი კავშირი არ აქვს და მისთვის გაუგებარია, რა კონტექსში ახსენებს მას ლევან ყიფიანი. ხადური მზადაა, ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს. თუმცა, აქვე ამბობს, რომ მისი რესურსებით ლონდონში ჩასვლას და სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას ვერ შეძლებს.