„ხადორობა“ – 2026″ – სახალხო დღესასწაული ახმეტაში
ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს, „ხადორობა“ – 2026″-ს აღნიშნავენ. ღონისძიებებს შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო. დეპუტატებმა დაათვალიერეს ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ასევე მოინახულეს ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. შალვა პაპუაშვილი სოფელ დუისის, მატანის და პანკისის ხეობის მოსახლეობასაც შეხვდა.