ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ამის, შესახებ განცხადება გენერალურმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე პროკურორებმა 40-მდე მოწმე დაკითხეს და საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება გამოიკვლიეს. საპირისპიროს ამტკიცებს დაცვის მხარე.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრალდებულის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ პროკურატურამ მტკიცებულებების 95% საქმიდან გაიტანა და 100-მდე მოწმეზე უარი თქვა. პროცესი გორის რაიონულს სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეები დასკვნით სიტყვებს 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები გავლენ სათათბირო ოთახში ვერდიქტის მისაღებად.