ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმის არსებითი განხილვა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. სხდომას ბრალდებულებიც ესწრებოდნენ. ისინი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. სიტყვის უფლებით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა და საკუთარი ბრალის აბსურდულობაზე გააკეთა აქცენტი. ბრალდება მას უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება, რაც 4-7 მდე პატიმრობას ითვალისწინებს. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლა ედება ბრალად, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს