ხაბეიშვილის სასამართლო

18:20, 30.12.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის  და მურთაზ ზოდელავას საქმეზე პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე იმსჯელეს, მათ შორის პროკურატურას წარდგენილი ჰქონდა ვიდეო მტკიცებულება, რის გამოვლენაზეც, დაცვის მხარემ უარი თქვა და უდაოდ მიიჩნია. პროცესს ესწრებოდა ლევან ხაბეიშვილი, მურთაზ ზოდელავა კი – სხდომას არ დასწრებია. პროკურორის თქმით საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რაც მის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს. დაცვის მხარე კი – მიიჩნევს, რომ ეს იყო ხაბეიშვილის მხრიდან საჯაროდ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, რაც კანონდარღვევა არ არის. ლევან ხაბეიშვილს, სახელმწიფო ბრალდება, უკანონო ქმედების ჩასადენად, მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება, რაც ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-7 წლამდე ითვალისწინებს. მურთაზ ზოდელავას კი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან. ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი