ხაბეიშვილის მუქარა - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

ლევან ხაბეიშვილის მუქარას პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ მზადაა, შევარდნითა და ფიზიკურად გამოიხსნას სააკაშვილი. ოპოზიციისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ხაბეიშვილი ძალის გამოყენებაში, ისინი აცხადებენ, რომ მსგავს საკითხზე ამ პარტიასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რევოლუციური სცენარი ამ პარტიისთვის დამახასიათებელია და ეს მათი ხელწერაა.