ხაბეიშვილის ინიციატივა ოპოზიციურ გაერთიანებაზე - შეფასებები

ლევან ხაბეიშვილი კვლავ დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნას აანონსებს „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ. თუმცა, ყოფილ სახელისუფლებო ძალასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციას განსხვავებული მოსაზრებები აქვს. ნაწილი ერთობას მიესალმება, ნაწილი კი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას გამორიცხავს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ გაერთიანებით ყველა პარტია გამოაშკარავდება, ვის აინტერესებს ქვეყანა და ვინ მოქმედებს ვიწრო პარტიული ინტერესებით.