ხაბეიშვილის განცხადება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი თბილისის გენ-გეგმაში შესატან ცვლილებებს ემხრობა, თუმცა სხდომას ბოიკოტის გამო არ დაესწრება.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ცვლილებების მიხედვით, გენ-გეგმის ფარგლებში მინიჭებულ სატყეო ზონას კვლავ საცხოვრებელი ან სარეკრეაციო ზონის სტატუსი დაუბრუნდება. ოპონენტს საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ უპასუხა და შეახსენა, რომ ტერიტორიებს უბრუნდება სტატუსები, რომელიც ნიშნავს შეზღუდულ განაშენიანებას და შესაბამისად, იქ კორპუსის აშენება დაუშვებელია.