ხაბეიშვილ-ზოდელავას პროცესი
ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი გამოიკითხა. მოწმემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, მისთვის შეურაცხმყოფელი იყო. დაცვის მხარის თქმით, მოწმემ საკუთარ აღქმებზე ისაუბრა და ვერ დაასაბუთა, თუ რა იყო შეურაცხმყოფელი და დანაშაულებრივი ქმედება. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.