კეზერაშვილს ხუთი მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა

დავით კეზერაშვილს სახელმწიფოსთვის 5 მილიონ 60 000 ლარი აქვს გადასახდელი.

სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რაც ნიშნავს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის გამო ზარალის ანაზღაურება მეორე ინსტანციის სასამართლომაც დააკისრა. საქმე ეხება კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტს, რომლის საფუძველზე თავდაცვის სამინისტროს გარკვეული მომსახურება უნდა მიეღო. თუმცა, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ თანხის გადარიცხვის მიუხედავად, მომსახურება უწყებას არ მიუღია. ამ ბრალდებაში კეზერაშვილი დამნაშავედ სასამართლოს სამივე ინსტანციამ სცნო, ამჯერად დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას ასაჩივრებდა.

მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურ დევნად და ყოფილი მაღალჩინოსნის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძოლად აფასებს.