კეტრინ ჰეპბერნი - 113

დღეს, ლეგენდარული კეტრინ ჰეპბერნის დაბადებიდან 113 წელი გავიდა. ოსკარის ოთხგზის ლაურეატი, ყველა დროის საუკეთესო მსახიობ ქალად არის აღიარებული. კინოში თეატრიდან მოხვდა და 66 წლიანი ბრწყინვალე კარიერა შექმნა. რთული პირადი ცხოვრების მიუხედავად არასდროს ხვდებოდა ყვითელი პრესის ფურცლებზე და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებისგან რადიკალურად განსხვავებულად, არაგლამურულად ცხოვრობდა. კეტრინ ჰეპბერნის როლებზე დაყრდნობით დღეს სამსახიობო ოსტატობას ასწავლიან.

ახალი დღე