კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე

37 წლის კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე სამედიცინო ექსპერტი, ქეთევან გედენაშვილი დაიკითხა.

როგორც მოწმემ განაცხადა, აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა მან ჩაუტარა და დაასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა. ექსპერტის ჩვენებით, აბრამიძეს სხეულის სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა. სამედიცინო ექსპერტის თქმით, ჭრილობები მკვრივი ბლაგვი საგნით იყო მიყენებული. ექსპერტის თქმით, კესარია აბრამიძისთვის მიყენებული დაზიანებებიდან ოთხი მძიმე ხარისხის იყო, თუმცა, სხვა ჭრილობებმაც მიიღეს მონაწილეობა და საერთო ჯამში სისხლნაკლებობა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულია 26 წლის ბექა ჯაიანი. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.