დღის ბოლომდე სასამართლო კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ბრალი მას ოფიციალურად წარედგინა დამამძიმებელ გარემოებაში გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობის მუხლით, რაც 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებული ბექა ჯაიანი დუმილის უფლებას იყენებს.
შეგახსენებთ, კესარია აბრამიძე ორი დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.