კერძო ტაქსებზე ტარიფი მოიმატებს

კერძო ტაქსებზე ტარიფი მოიმატებს – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში, ტაქსის მძღოლები ვალდებულები იქნებიან, მგზავრებს კარგი სერვისი შესთავაზონ. თუმცა, ამის პარალელურად, მერის ინფორმაციით, მოქალაქეების სწრაფად და კომფორტულად მგზავრობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოწესრიგდება.

როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ.