ჯანმრთლობის სადაზღვევო პოლისები ძვირდება.
კერძო კომპანიების ტარიფები წინა წელთან შედარებით გაზრდილია. სერვისები დაახლოებით 15%-ით არის მომატებული. მზღვეველები ფასთა შორის სხვაობას სამედიცინო მომსახურებების და პროდუქციის, ასევე მედიკამენტების ფასების ზრდით ხსნიან. ცალკე თემაა მაღალ ფასებთან შეუსაბამო ხარისხი, რასაც სფეროს სპეციალისტების და საავადმყოფოების წარმომადგენელთა ნაწილი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს. პრობლემად სახელდება პროვაიდერი კლინიკების მცირე არჩევანი, რაც ბიუროკრატიულ პროცესებთან არის დაკავშირებული.