კერძო ბაღების მოთხოვნა

სამუშაო პროცესის აღდგენის უფლებას ითხოვენ კერძო ბაღების წარმომადგენლები.

რეკომენდაციების მიღების მოთხოვნით ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ბაღების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე მეოთხე თვეა პასუხებს ელიან, როდის შეძლებენ სამუშაო პროცესის განახლებას. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-სიტუაცია არ იძლევა ყველა დარგის გახსნის შესაძლებლობას. ბაღების გახსნასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

დატოვე კომენტარი