კერამიკოს ნინო სიდამონიძის პერსონალური გამოფენა

12:36, 29.01.2023

თელავში, მეფე ერეკლეს სახლ-მუზეუმში კერამიკოს ნინო სიდამონიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. თვითნასწავლი კერამიკოსი ქართული თიხის ტრადიციული დარგის გაცოცხლებასა და სხვა კუთხით წარმოჩენაზე მუშაობს, თავად მოიპოვებს თიხას, ამუშავებს და ქმნის სხვადასხვა ნივთს – სუვენირებს, სამკაულებსა და აქსესუარებს. ნინო სიდამონიძის მიერ თიხისგან შექმნილი ნამუშევრების გამოფენის დათვალიერება თელავის მუზეუმში ერთი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

 

მსგავსი