კენკროვანი კულტურების დაფინანსება   

სახელმწიფოს მხრიდან კენკროვანი კულტურების მოყვანა დაფინანსდება. მცირემიწიანი ფერმერების წასახალისებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა ფართოვდება. პროექტის ფარგლებში, ფერმერები ლურჯი მოცვის, ჟოლოს და მაყვლის ბაღების გასაშენებლად საჭირო ფინანსურ რესურსს სახელმწიფოსგან მიიღებენ.

თუმცა, დაფინანსების მოსაპოვებლად ბენეფიციარებმა სხვადსხვა ეტაპი უნდა გაიარონ. ხუთ რეგიონში დაგეგმილი საპილოტე პროგრამის შესახებ მარიამ ბერძენიშვილი მოგიყვებათ.