#ფერმა კენკრის მოყვანის ტექნოლოგიები - რა გათვლებს აკეთებენ ახალგაზრდა მესათბურეები
▶ საზაფხულო კენკრის ზამთარში მოყვანის ტექნოლოგიები. ნახეთ, რა გათვლებს აკეთებენ და როგორ ნაბიჯებს დგამენ ახალგაზრდა მესათბურეები საქმიანობის საწყის ეტაპზე. გაიგეთ ყველაფერი მარწყვის მოვლის შესახებ: რით იკვებება, რა ემტერება და როგორი გარემო სჭირდება ესპანეთიდან საქართველოში შემოტანილ მაღალპროდუქტიულ ჯიშებს. რჩევები და ფინანსური გათვლები, ბიზნესის უკეთ სამართავად დამწყები ფერმერებისთვის.
▶ რუბრიკაში არტიშოკი გაიცანით ქართველი წყვილი, რომელმაც ბრიტანეთში ცხოვრებას რაჭის ველური ბუნება ამჯობინა! ოთხადგილიანი სასტუმროთი დაწყებული აგროტურიზმი, აგრონომი ბაბუისგან მიღებული ცოდნა, ქალაქიდან სადმელში გადასახლებული მშობლები და შვილების ოცნება – შექმნან ევროპული ყაიდის სოფელი რაჭაში! ქვევრის მოხდა, თონეში გამომცხვარი ლობიანები და ბუხრის ცეცხლზე მოხარშული ქოთნის ლობიო „ფერმაში“
ფერმა