კენჭისყრის იმიტირებული პროცესი ცესკო-ში

რა ტექნოლოგიური სიახლეები იგეგმება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ცვლილებებმა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას უნდა შეუწყოს ხელი. უნდა აღმოიფხვრას დარღვევების, გაყალბების და ე.წ. კარუსელების პრაქტიკა – სწორედ არ მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში 08:00 საათიდან იმიტირებული არჩევნები ტარდება.

კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. ამომრჩევლის რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. სატესტო არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისიაც, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკო-ს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებიან.