კემეროვოში სავაჭრო ცენტრი 25 მარტს დაიწვა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ამასთან გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით არის აღძრული. დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის შენობის მფლობელი და დაცვის თანამშრომელი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, სახანძრო სიგნალიზაცია გამორთო. თუმცა, ადგილობრივი მედია წერს, რომ სავაჭრო ცენტრში სახანძრო სიგნალიზაცია რამდენიმე კვირა არ მუშაობდა და ამის შესახებ მეპატრონეები ინფორმირებული იყვნენ