კელოგი უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

გენერალი კიტ კელოგი უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. ტრამპის თქმით, გენერალი კელოგი უშუალოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან იმუშავებს. მანამდე კელოგი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. გუშინ კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა უკრაინასთან სიახლოვის გამო, მოლაპარაკებებიდან მისი გარიცხვა მოითხოვა. ეს ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა არ დაადასტურა.