კელი დეგნანის მიმართვა

აშშ-ის ელჩი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვიდეომიმართვით ეხმაურება. ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები.

კელი დეგნანი აცხადებს, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ შენარჩუნდეს ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა.

დატოვე კომენტარი