კელი დეგნანის ინტერვიუ და გზავნილები

ამერიკის ელჩის გზავნილები პოლიტიკურ სპექტრს. კელი დეგნანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ვერ მოხდება, ორივე მხარისთვის მარცხი იქნება. ამ საკითხზე ელჩმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

დეგნანმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ჩვენ ქვეყანას ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მან ასევე თქვა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, თუმცა, გარკვეული სამუშაოების შესრულების შემდეგ.