კელი დეგნანის განცხადება

თუ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდებიან, ეს ყველა მხარისთვის მარცხი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ის ამბობს, რომ ოქტომბრის არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

ელჩი სანდო მართლმსაჯულების სისტემის აუცილებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თითქმის 30 მილიონი დოლარი ჩადო ამ სფეროს განვითარებისთვის და ახლა სურს ამის შედეგი დაინახოს.

დატოვე კომენტარი