კელი დეგნანის განცხადება და შეფასებები

ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრასა და ამ აუდიენციისას განხილულ საკითხებზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დაუჯერებელია, სამი საათის განმავლობაში საუბრის თემა მხოლოდ ფილანტროპია ყოფილიყო. ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ კელი დეგნანმა ამ განცხადებით ამომწურავი პასუხი გასცა არსებულ შეკითხვებს. პოლიტიკურ სპექტრში ასევე გამოეხმაურნენ დეგნანის სიტყვებს, სადაც მან თქვა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ არის ოლიგარქი და ვინ არა.