კელი დეგნანის განცხადება

ძალადობა მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ, ვინც ძალადობრივად თავს ესხმის მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებისთვის  უსაფრთხო და დაცული გარემო უზრუნველყოს.