კელი დეგნანის განცხადება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მისასალმებელია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება პარლამენტს. მისივე თქმით, ყველა პარტიამ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება საკუთარ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით მიიღო. ამასთან, ელჩი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიიღებენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას.