საქართველოში ამერიკის ელჩი მოსამართლეთა წინააღმდეგ მტკიცებულებებზე საუბრობს. კელი დეგნანის განცხადებით, სანდო მტკიცებულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ უფლებამოსილებას სასამართლო სისტემაში. დიპლომატის თქმით, მოსამართლეების დასანქცირება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია.