კელი დეგნანის გამოხმაურება

„ყოველთვის ძალიან პოზიტიური და დადებითია, როდესაც რეგიონის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან“, – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს ილჰამ ალიევის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ „გვაქვს საშუალება, კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“. დეგნანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს განცხადება იმედის მომცემია. ამასთან, ელჩმა ისაუბრა საქართველოს, როგორც მედიატორის როლზე აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის სამხედროების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით.