ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენ მეურნეობას ორი ხარირემი შეემატა. საშენი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახეობათა აღდგენის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და ის უკვე ირმის 9 ინდივიდს აერთიანებს: ორ ხარირირემსა და შვიდ ფურირემს. კავკასიური კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 20-მდე გაიზრდება. მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 72 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის, ფოტოხაფანგებით და კამერებით. სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ, კეთილშობილი ირმის ინდივიდების ველურ ბუნებაში გაშვება სააგენტოს მიერ თანდათანობით მოხდება.